Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთმა მეამბოხეებმა დღეს თურქეთიდან გასვლა უნდა დაიწყონ


ქურთმა მეამბოხეებმა დღეს თურქეთიდან ჩრდილოეთ ერაყის ბაზებზე გადასვლა უნდა დაიწყონ. ქურთების მუშათა პარტიამ მარტში ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში თურქეთიდან ძალების გაყვანის განზრახვა გამოაცხადა. ქურთების მუშათა პარტია თურქეთისგან ავტონომიას ითხოვს. თითქმის ოცდაათწლიან დაპირისპირებას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ქურთების მუშათა პარტიის სამშაბათის განცხადების თანახმად, მეამბოხეთა პირველი კონტინგენტი თურქეთს ოთხშაბათს დატოვებს და ერთი კვირის განმავლობაში ჩრდილოეთ ერაყში განლაგდება. თურქეთმაც და ქურთების მუშათა პარტიამაც განაცხადეს, რომ პროცესი მშვიდად და მედიის მეთვალყურეობის გარეშე წარიმართება. პროცესის დასრულებას სავარაუდოდ სამიდან ოთხ თვემდე დასჭირდება.
XS
SM
MD
LG