Accessibility links

გავრცელებული ცნობებით, ქურთი მეამბოხეები თურქეთში პოზიციებს ტოვებენ


თურქეთში მოქმედი პრო-ქურთული პარტია იუწყება, რომ ქურთმა მეამბოხეებმა დაიწყეს პოზიციების დატოვება იმ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას. კონფლიქტს ათი ათასობით ადამიანი შეეწირა. ქურთთა მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიის პრესმდივნის თქმით, მებრძოლებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთიდან გასვლა დაიწყეს და ერაყის ჩრდილოეთში გადადიან. პრესმდივანს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ცნობა არც თურქეთის ოფიციალურ პირებს დაუდასტურებიათ. ქურთისტანის მუშათა პარტიამ - რომელიც კანონით აკრძალულია - თანხმობა განაცხადა თავისი მებრძოლების გაყვანაზე. ეს თანხმობა ნაწილი იყო საზავო შეთანხმების, რომელსაც მაისში მიაღწიეს - მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება ქურთისტანის მუშათა პარტიის პატიმრობაში მყოფ ლიდერს, აბდულა ოჯალანსა და მთავრობას შორის. როგორც ვარაუდობენ, ქურთისტანის მუშათა პარტიას თურქეთში 2,000-მდე მებრძოლი ჰყავს. თუმცა, გავრცელებული ცნობებით, ეს მებრძოლები განიარაღებას არ დათანხმდნენ.
XS
SM
MD
LG