Accessibility links

logo-print

დავით უსუფაშვილი: "ევროპული სტრუქტურები მუშაობენ დღის წესრიგით, რომელშიც საქართველოს თემა ხან არის, ხან - არა"


ევროსაბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ”არ არსებობს შავი ღრუბლის ნატამალიც კი, რომელიც საქართველოს პოზიციებს შეასუსტებს.” უსუფაშვილის განმარტებით, ევროპული სტრუქტურები მუშაობენ დღის წესრიგით, რომელშიც საქართველოს თემა ხან არის, ხან - არა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უმრავლესობა მოწადინებულია, რომ საგარეო ასპარეზზე საქართველო ერთიანი პოზიციით წარდგეს მიუხედავად ქვეყნის შიგნით არსებული უთანხმოებისა. ”საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ჩვენ ყველა ერთნი უნდა ვიყოთ და ძალისხმევა ოკუპაციის დასრულებისკენ მივმართოთ” - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთი მისი პოზიციის ლობირებას ცდილობს, მაგრამ არ არსებობს კონფლიქტის ან ოკუპაციის თაობაზე აზრის გადახედვის საფრთხე, რადგან საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი მყარია.
XS
SM
MD
LG