Accessibility links

logo-print

ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ბიზნესჯგუფმა მთავრობის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა უარყო


ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ბიზნესჯგუფმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა განცხადებას უპასუხა, საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა უარყო და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მსგავსი შეფასებებისაგან. ნაციონალური მოძრაობიდან პარლამენტის წევრად არჩეულმა ირმა ნადირაშვილმა 7 მაისს განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის სახელით, მისი მრჩეველი გია ხუხაშვილი ახდენს ზეწოლას იაკობაშვილის ბიზნესჯგუფზე კომპანია Outdoor.ge-ს გასხვისების მიზნით. საქართველოში ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ბერიძე მიიჩნევს, რომ ყოველი ასეთი უსაფუძვლო განცხადება არღვევს თავისუფალი ბიზნესგარემოს პრინციპებს და უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის ფორმირებაზე. ”რაც შეეხება კომპანია Outdoor.ge-სთან დაკავშირებულ შესაძლო გარიგებას, ან ნებისმიერი ფორმით კომპანიის სტრატეგიული განვითარების გადაწყვეტილებებს, ეს ინვესტორის პრეროგატივაა და მოვუწოდებთ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავოს ნებისმიერი ფორმით პოლიტიკური მიზნებისთვის სააშკარაოზე გამოიტანოს კერძო ბიზნესის კომერციული პირობები” - ნათქვამია საპარლამენტო უმცირესობისადმი ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ბიზნესჯგუფის საპასუხო განცხადებაში.
XS
SM
MD
LG