Accessibility links

logo-print

ჯონ კერი ახლო აღმოსავლეთში ჩასვლას აპირებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომელიც რომში იმყოფება, განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში ისრაელსა და პალესტინას ეწვევა.
„მომდევნო კვირეებში, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა. მე ამ თვის სადღაც 21-22 რიცხვებში კიდევ ერთხელ ჩავალ ისრაელში და როგორც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, ისევე პრეზიდენტ აბასს შევხვდები“, - განაცხადა კერიმ, რომელიც რომში ისრაელის იუსტიციის მინისტრ ციპი ლივნის შეხვდა. გამოცხადებული ვიზიტი ისრაელში იქნება მეოთხე, მას შემდეგ რაც ჯონ კერიმ სახელმწიფო მდივნის პოსტი დაიკავა.
XS
SM
MD
LG