Accessibility links

logo-print

კობა დავითაშვილი მზად არის უყოყმანოდ დაიკავოს მინისტრის პოსტი


მინისტრობა ჩემი თვითმიზანი არ არის, თუმცა, დღესვე მზად ვარ ეს პასუხისმგებლობა ვიტვირთო, - ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა, კობა დავითაშვილმა მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც დეპუტატის ოპოზიციურ განწყობას და ნაკლებად საპასუხისმგებლო პოზიციის არჩევას ეხებოდა. როგორც დავითაშვილმა "რადიო პალიტრაში“ სტუმრობისას აღნიშნა, ამგვარი კრიტიკა მისთვის მიუღებელია, რადგან პირიქით, პოლიტიკურ ცხოვრებაში იოლი გზების არჩევა არ უყვარს. დეპუტატმა ბოლო პერიოდში კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებთან ურთიერთობაზე, კრიტიკულ დამოკიდებულებასა და პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. როგორც კობა დავითაშვილი აცხადებს, ის ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია იცნობს და იცის, რომ მას კრიტიკის მიღება შეუძლია. "
XS
SM
MD
LG