Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: საპრეზიდენტო კანდიდატურაზე შეთანხმება მოხდება კონსულტაციების გზით


”საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევისას სერიალის ბოლო სერია ნანახი მაქვს”, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "დიალოგი დავით პაიჭაძესთან" განაცხადა. მისი თქმით, დაახლოებით უკვე იცის, ვინ დასახელდება კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად. "პრაიმერი არ ჩატარდება და ერთ კანდიდატურაზე შეთანხმება მოხდება კონსულტაციების გზით. ამ საკითხს განიხილავს პოლიტიკური საბჭო და მე ამ განხილვაში, როგორც წევრი, ბუნებრივია, მონაწილეობას მივიღებ”, - აცხადებს ირაკლი ალასანია.
XS
SM
MD
LG