Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არიელ კასტროს ქალების გატაცებისა და გაუპატიურების ბრალი წაუყენეს


კლივლენდის პროკურორმა სამი ქალის გატაცებისა და გაუპატიურების ბრალი წაუყენა არიელ კასტროს. ბრალდების მიხედვით, მას გატაცებულები 10 წლის განმავლობაში ჰყავდა გამოკეტილი. ქალებმა თავის დაღწევა ორშაბათს მოახერხეს. კასტროს ოთხი ბრალდება აქვს წაყენებული - ერთი გატაცებაში და სამი გაუპატიურებაში. გათავისუფლებული ქალები - ამანდა ბერი, ჯინა დეხესუსი და მიშელ ნაითი ირწმუნებიან, რომ კასტრო მათზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა.
XS
SM
MD
LG