Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერმინისტრობის კანდიდატი უარს ამბობს ტერორიზმთან ბრძოლაზე


პაკისტანელი პოლიტიკოსი ნავაზ შარიფი, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრად განიხილავენ, ბი-ბი-სისთან საუბარში აცხადებს, რომ ამ პოსტზე ის წერტილს დაუსვამს პაკისტანის მონაწილეობას ტერორიზმთან ომის წინააღმდეგ, რომელიც შეერთებული შტატების მიერ არის ინიციირებული. შარიფის თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია როგორც პაკისტანში, ისე მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად. ამასთანავე პოლიტიკოსს არ დაუზუსტებია, შეწყვეტს თუ არა ის საომარ ოპერაციებს თალიბანისა და ალ ყაიდას წინააღმდეგ. პაკისტანი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ისლამისტური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაიწყო. საპარლამენტო არჩევნები პაკისტანში შაბათს ჩატარდება.
XS
SM
MD
LG