Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტი გმობს ყოფილი პრემიერის ვაჟის გატაცებას


პაკისტანის პრეზიდენტმა, ასიფ ალი ზარდარიმ დაგმო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იუსუფ რაზა გილანის ვაჟის გატაცების ფაქტი და მას „ლაჩარი მტრის მიერ ჩადენილი მდაბალი აქტი“ უწოდა. შეიარაღებულმა პირებმა ხუთშაბათს მიიტანეს იერიში მულთანში გამართულ წინასაარჩევნო აქციაზე და გაიტაცეს ალი ჰაიდერ გილანი - რომელიც შაბათს დანიშნულ არჩევნებზე პროვინციის საკრებულოში მოსახვედრად იყრის კენჭს. გატაცებული კანდიდატის უფროსი ძმა, მუსა გილანი აცხადებს, რომ შეეცდება მულთანის პროვინციაში არ დაუშვას კენჭისყრა, თუკი მის ძმას შუაღამემდე არ იპოვნიან. ხუთშაბათი წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეა. კამპანიას ბოლო ხანებში თან ახლავს ყოველდღიური თავდასხმები კანდიდატებზე და პოლიტიკური პარტიების ოფისებზე. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ცნობით, მარტო წუხელ ღამით ქვეყნის მასშტაბით ხუთი ასეთი იერიში განხორციელდა.
XS
SM
MD
LG