Accessibility links

logo-print

პაკისტანის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი: ტერორიზმის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას დავასრულებთ


პირი, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, პაკისტანის შემდეგი პრემიერ-მინისტრი გაცხადება აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში ის დაასრულებს მისი ქვეყნის ჩართულობას ტერორიზმის წინააღმდეგ აშშ-ის ხელმძღვანელობით წარმოებულ ომში. ნავაზ შარიფმა ეს BBC-სთან ინტერვიუში თქვა და დასძინა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა პაკისტანში და მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისთვის არის აუცილებელი. შეკითხვას, დაასრულებს თუ არა ის აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობას ამ ომის ფარგლებში, შარიფმა უპასუხა - „დიახ, ამის გაკეთება მოგვიწევსო“. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია აპირებს თუ არა შეწყვიტოს პაკისტანის ყველა სამხედრო ნაბიჯი თალიბანის და ალ-ყაიდის წინააღმდეგ. პაკისტანი აშშ-ის ხელმძღვანელობით წარმოებულ ომში აშშ-ზე 2001 წლის 11 სექტემბერს მიტანილი ტერორისტული იერიშების შემდეგ არის ჩართული.
XS
SM
MD
LG