Accessibility links

logo-print

პრაიმერი გაიმართება ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად


ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევ პრაიმერში სავარაუდოდ, ხუთი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, კანდიდატი აუცილებლად იქნება გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანი, რომელიც საქართველოში დღეს არსებული პრობლემების მოგვარებაში მიიღებს მონაწილეობას და არაპროფესიონალიზმისა და უუნარობის დამარცხებას შეეცდება. გიორგი ვაშაძემ არ გამორიცხა, რომ პრაიმერში მონაწილეობას მიიღებენ დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე და ვანო მერაბიშვილი.
XS
SM
MD
LG