Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილი: პრემიერი ორვადიან პრეზიდენტობას თავს არიდებს


ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, თავად იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი. "პრემიერი ივანიშვილი ორვადიან პრეზიდენტობას თავს არიდებს, რათა სამუდამოდ დარჩეს ქვეყნის მმართველად”, - განაცხადა დღეს ნათელაშვილმა. მისივე შეფასებით, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციური გადატრიალება მოახდინა და პრეზიდენტის ფუნქციები პრემიერს გადასცა სწორედ იმიტომ, რომ თავად ემზადებოდა სამუდამო პრემიერობისთვის. ლეიბირისტთა ლიდერის განცხადებითვე, სააკაშვილის მიერ მოფიქრებული მოდელი მოეწონა მის თანამებრძოლს და ვარდების რევოლუციის ორგანიზატორ ივანიშვილს და ძალაში დატოვა. შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების შემთხვევაში პირდაპირ ეთერში დებატებს სთავაზობს.
XS
SM
MD
LG