Accessibility links

logo-print

საქართველოში აღინიშნა ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავი


საქართველოში აღნიშნეს ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავი. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელით ვეტერანებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა თბილისში, პარლამენტის შენობაში. დილით ვეტერანები შეიკრიბნენ ვაკის პარკში, სადაც ომში დაღუპული უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგინებით შეამკეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა, მერიის წარმომადგენლებმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. ვეტერანებისადმი მიმართვისას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომში საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო, დაღუპულთა ხსოვნას პატივისცემა სჭირდება, ხოლო ომის ვეტერანებს ღირსეულად ცხოვრების პირობების შექმნა.
XS
SM
MD
LG