Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში და ყაბარდო-ბალყარეთში რამდენიმე ექსტრემისტი მოკლეს


რუსეთის ჩრდილო კავკასიის რეგიონში, დაღესტნის და ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკებში ხუთი ექსტრემისტი დახოცეს. დაღესტნის პოლიციის ცნობით, ცენტრალურ ქალაქ გუბდენის სიახლოვეს ოთხი ექსტრემისტი იქნა მოკლული ანტი-ტერორისტული ოპერაციის დროს. როგორც იუწყებიან, კიდევ ერთი ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს სოფელ შამხალ-იანგიურტის სიახლოვეს, მახაჩკალიდან 40 კილომეტრის მოშორებით. ყაბარდო-ბალყარეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ერთი ექსტრემისტი მოკლეს ოთხშაბათს ღამით, სოფელ ისლამეის სიახლოვეს.
XS
SM
MD
LG