Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში მსჯელობენ რუსეთთან ანტისარაკეტო ინფორმაციის გაზიარებაზე


აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ობამას ადმინისტრაცია მსჯელობს გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნაზე აშშ-ის ანტი-სარაკეტო სისტემის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის, რათა ის რუსეთს გაუზიაროს. რესპუბლიკელი კანონმდებლის შეკითხვის პასუხად სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიცე ადმირალმა ჯეიმს სირინგმა თქვა, რომ თავდაცვის სააგენტოს ოფიციალურ პირებთან მსჯელობს ამ გრიფის მოხსნაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის, ინტერცეპტორების სიჩქარის მონაცემების ჩათვლით. ანალიტიკოსების თქმით, ობამას ადმინისტრაციაში მიმდინარეობს მსჯელობა იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება განეიტრალდეს რუსეთში არსებული შიშები, თითქოს აშშ-ის ანტი-სარაკეტო სისტემა რუსეთის ბირთვული არსენალის მოსაგერიებლად არის შემუშავებული. იარაღის კონტროლის კამპანიის წარმომადგენლები თვლიან, რომ რუსეთთან ამგვარი ინფორმაციის გაზიარებამ შესაძლოა მოიტანოს დაძაბულობის განმუხტვა და ბირთვული იარაღის შემცირების პროცესში გარღვევა. თუმცა, ზოგიერთი რესპუბლიკელი ობამას ადმინისტრაციას მოსკოვის დაშოშმინების მიზნით ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებების უგულებელყოფაში სდებს ბრალს.
XS
SM
MD
LG