Accessibility links

logo-print

კარზაი: 2014 წლის შემდეგ აშშ-ს ცხრა ბაზის შენარჩუნება სურს


ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის თანახმად, აშშ-ს ავღანეთში ცხრა სამხედრო ბაზის შენარჩუნება სურს მას შემდეგ, რაც, გეგმის თანახმად, ქვეყნიდან 2014 წლის ბოლომდე საერთაშორისო ძალების დიდი ნაწილი გავა. ქაბულის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას - რომელიც ტელევიზიითაც გადაიცემოდა - კარზაიმ რამდენიმე პირობა ჩამოაყალიბა საიმისოდ, რომ მისი მთავრობა დათანხმდეს ამგვარი ბაზების დატოვებას. მისი თქმით, მას სურს რომ აშშ უფრო მეტი ინტენსივობით მოეკიდოს თალიბანთან სამშვიდობო პროცესს, გააძლიეროს ავღანეთის უსაფრთხოების ძალები, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკის განვითარებაში და მთავრობას მართვის პროცესში დახმარება აღმოუჩინოს. ავღანეთი და აშშ ამჟამად მსჯელობენ შეთანხმებაზე, რომელიც მომავალი წლის შემდეგ აშშ-ის სამხედროების შეზღუდულ რაოდენობას ავღანეთში დარჩენის საშუალებას მისცემს. ვაშინგტონს ამ გეგმის დეტალები არ გამოუცხადებია.
XS
SM
MD
LG