Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტმა დაგმო ექს-პრემიერის შვილის გატაცება


პაკისტანის პრეზიდენტმა, ასიფ ალი ზარდარიმ დაგმო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იუსუფ რაზა გილანის ვაჟის გატაცების ფაქტი და მას „ლაჩარი მტრის მიერ ჩადენილი მდაბალი აქტი“ უწოდა. შეიარაღებულმა პირებმა ხუთშაბათს მიიტანეს იერიში მულთანში მიმდინარე წინასაარჩევნო აქციაზე და გაიტაცეს ალი ჰაიდერ გილანი - რომელიც 11 მაისის არჩევნებზე ადგილობრივ საკრებულოში იყრის კენჭს. გილანი პროგრესული, მემარცხენე-ცენტრისტული „პაკისტანის სახალხო პარტიის“ წევრია. თავდასხმისას მოკლულ იქნა გილანის მცველი, დაიჭრა კიდევ ხუთი პირი. ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ზარდარის თქმით, „პროგრესული დემოკრატიული პარტიები“ ძალიან შეშფოთებული არიან ექსტრემისტების მხრიდან მუქარის გამო. ზარდარი ამბობს, რომ საარჩევნო კომისიას და მთავრობას მოუწოდა მიიღონ ზომები საიმისოდ, რომ ექსტრემისტებმა ვერ შესძლონ არჩევნების ბედის გადაწყვეტა. ხუთშაბათი წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეა. კამპანიას ბოლო ხანებში თან ახლავს ყოველდღიური თავდასხმები კანდიდატებზე და პოლიტიკური პარტიების ოფისებზე. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ცნობით, მარტო წუხელ ღამით ქვეყნის მასშტაბით ხუთი ასეთი იერიში განხორციელდა. ერთი თვის მანძილზე აფეთქებების შედეგად მოკლულია 100-ზე მეტი ადამიანი. პაკისტანის თალიბანი აცხადებს, რომ მიზანში „სეკულარული პარტიები“ ჰყავს ამოღებული.
XS
SM
MD
LG