Accessibility links

logo-print

პაკისტანის მოქალაქეები არჩევნებისთვის ემზადებიან


პაკისტანის მოქალაქეები 11 მაისის საყოველთაო არჩევნებისთვის ემზადებიან. ეს იქნება პირველი შემთხვევა 66 წლიანი ისტორიის მანძილზე, როცა სამოქალაქო მთავრობამ კანონით დაწესებული ვადა დაასრულა და ძალაუფლება სხვა სამოქალაქო ხელისუფლებას გადაეცემა. თუმცა, არჩევნებს დაძაბულობა ახლავს, რაც გამოწვეულია მკვლელობებით, გატაცებებითა და აფეთქებებით, რასაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხუთშაბათს პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იუსუფ რაზა გილანის 25 წლის ვაჟი გაიტაცეს. ალი ჰაიდერ გილანი პენჯაბის პროვინციის საკრებულოს წევრობის კანდიდატია ”სახალხო პარტიიდან”. პასუხისმგებლობა მისი გატაცების ფაქტზე არავის აუღია. მისი შეპყრობისას ორი ადამიანი მოკლეს. პაკისტანის ”თალიბანმა” დაგმო არჩევნები როგორც არაისლამური პროცესი.
XS
SM
MD
LG