Accessibility links

logo-print

ბოსტონის პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ ცარნაევების შესახებ გაფრთხილებული არ იყო


ბოსტონის პოლიციის შეფი აცხადებს, რომ მის განყოფილებას არასოდეს მიუღია ინფორმაცია, თითქოს რუსეთის დაზვერვის სტრუქტურებმა გაავრცელეს გაფრთხილება ბოსტონის მარათონზე აფეთქების მოწყობაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილთან მიმართებით. ედვარდ დევისმა აშშ-ის კონგრესში გამართულ სხდომაზე თქვა, რომ ძმებ ცარნაევების შესახებ არანაირი გაფრთხილების შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია. ამ ძმებს ედებათ ბრალად 15 აპრილს მომხდარი აფეთქების მოწყობა, რომელსაც სამი ადამიანი შეეწირა. ყოფილმა სენატორმა, ჯოზეფ ლიბერმანმა სხდომაზე განაცხადა, რომ, მისი აზრით, ბოსტონის თავდასხმის აღკვეთა შესაძლებელი იქნებოდა, აშშ-ის სააგენტოებს ერთმანეთთან უფრო უკეთესი კომუნიკაცია რომ ჰქონოდათ. აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და დაზვერვის ცენტრალურმა სამმართველომ 2011 წელს რუსეთის მთავრობისგან ბუნდოვანი გაფრთხილება მიიღეს იმის თაობაზე, რომ ტამერლან ცარნაევს შესაძლოა ისლამისტური ექსტრემისტული მიდრეკილებები ჰქონოდა. ბოსტონის აფეთქების შემდეგ ტამერლანი პოლიციასთან სროლის დროს მოკლეს, მისი ძმა ჯოხარი კი დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG