Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში დააკავეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი


აზერბაიჯანში დააკავეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. დაკავების მომენტში ის აშუქებდა საძოვრების განკარგვასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციას, რომელსაც ირანის საზღვართან ახლოს, იმისლის რეგიონში ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა აწყობდა. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტი, აზერ ელი ვიდეოკამერით იღებდა სოფლის მცხოვრებთ, რომლებიც ადგილობრივი მთავრობის ოფისს უახლოვდებოდნენ საქონლის მწყემსვის პროცესში. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საძოვარი, რომელიც მათ ეკუთვნოდა, მეზობელი სოფლის მცხოვრებმა ხალხმა მიისაკუთრა. პოლიციამ დემონსტრანტები მანამდე დაშალა, სანამ მთავრობის შენობას მიაღწევდნენ. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება. მას პოლიციაში განუცხადეს, რომ ბრალად წაუყენებენ არასანქცირებული დემონსტრაციის ორგანიზებას. მასთან ერთად დააკავეს აზერბაიჯანის ოპოზიციური სახალხო ფრონტის აქტივისტი, ვუქარ ყადიროვი და სხვა დემონსტრანტები, რომლებიც მოგვიანებით ბრალის წაყენების გარეშე გაანთავისუფლეს.
XS
SM
MD
LG