Accessibility links

პაკისტანის თალიბანი ამომრჩევლებს ბოიკოტისკენ მოუწოდებს


პაკისტანის თალიბანი ამომრჩევლებს მოუწოდებს ბოიკოტი გამოუცხადონ შაბათს დანიშნულ საყოველთაო არჩევნებს და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილის საფრთხე დაემუქრებათ. პაკისტანის თალიბანის პრესმდივანმა, ენსანულა ენსაჰმა პარასკევს განაცხადა, 11 მაისს რამდენიმე აქტი გვაქვს დაგეგმილიო და ხალხს მოუწოდა, სიცოცხლის გადასარჩენად თავი შეიკავონ საარჩევნო უბნებზე გამოცხადებისგან. რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 85 მილიონ ადამიანს შეადგენს. პაკისტანის მთავრობა 600,000 პოლიციელის და სამხედროს გამოყვანას გეგმავს წესრიგის დაცვის მიზნით. ბოლო ერთი თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებულ თავდასხმებს 110-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG