Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: ბელორუსიაში ავიაბაზის განთავსება არ არის ევროპის ანტასარაკეტო გეგმაზე პასუხი


მოსკოვის განზრახვა, შექმნას ბელორუსიაში სამხედრო-საჰაერო ბაზა არ წარმოადგენს პასუხს ევროპის გეგმაზე, შეიქმნას ანტისარაკეტო სისტემა, განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, პოლონეთში, ვარშაშავში. ლავროვი ვარშავაში შეხვდა მასპინველი ქვეყნის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოლაპაკების შემდეგ ლავროვმა თქვა, რომ დასავლელ პარტნიორებს არ უნდა აშფოთებდეთ სამხედრო ბაზა ბელორუსიაში, რომელზეც თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ მინსკში ილაპარაკა. ვარშავის შეხვედრა არაოფიციალური იყო. მასზე სირიის გარშემოც ისაუბრეს. ლავროვმა განმარტა მედიით გავრეცელებული ცნობა, რუსეთი გეგმავს დამასკს საზენიტო კომპლექი "ეს-300-ი" მიაწოდოს. ლავროვის თქმით, რუსეთმა უკვა მიჰყიდა და ასრულებს შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეთანხმებებს.
XS
SM
MD
LG