Accessibility links

logo-print

პაკისტანის არჩევნებზე ამომრჩეველი ძალადობის მიუხედავად აქტიურობს


პაკისტანში მიმდინარე საყოველთაო არჩევნებში ამომრჩეველი, როგორც ჩანს, აქტიურად მონაწილეობს, ექსტრემისტების მხრიდან მუქარის და სისხლიანი თავდასხმების მიუხედავად. ქვეყნის საარჩევნო კომისიის ცნობით, შუადღისთვის რეგისტრირებული ამომრჩევლის 30 პროცენტს ჰქონდა მიცემული ხმა. პაკისტანის თალიბანი ამ არჩევნებს გმობს, მას ანტი-ისლამურად მიიჩნევს და კენჭისყრის ჩაშლით იმუქრება. პაკისტანის ყველაზე დიდ ქალაქში, კარაჩიში, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა სეკულარული პარტიის ოფისის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად. კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ფეშავარში - იქ მიზანში ქალი ამომრჩევლები ამოიღეს, რასაც სულ მცირე 22 ადამიანის დაჭრა მოჰყვა. ჩრდილოეთ ვაზირისტანის თემურ რეგიონში, სადაც თალიბანია გამაგრებული, ქალები გააფრთხილეს არ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. ეს არჩევნები წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როცა სამოქალაქო მთავრობამ თავისი სრული ვადა დაასრულა და ხელისუფლებას არჩევნების გზით სხვა ადმინისტრაციას გადააბარებს.
XS
SM
MD
LG