Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში, სირიის საზღვართან მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა


თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, მუჰამად გულერი აცხადებს, რომ სირიის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქში მომხდარ აფეთქებებს 13 ადამიანის სიკვდილი და 22-ის დაჭრა მოჰყვა. აფეთქდა ორი დანაღმული მანქანა. გულერი, რომლის სიტყვებს ავრცელებს თურქეთის საინფორმაციო სააგენტო „ანატოლია“, ამბობს, რომ ერთი დანაღმული მანქანა ქალაქ რეიჰანლის მუნიციპალური შენობის წინ აფეთქდა, მეორე კი ფოსტის წინ. ჯერჯერობით გაურკვეველია ვინ არის აფეთქებებზე პასუხისმგებელი. თურქეთი წარმოადგენს სირიის ოპოზიციის მნიშვნელოვან მოკავშირეს. ანკარამ სირიის ანტი-სამთავრობო მებრძოლებს ნებართვა მისცა ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებაზე ოპერაციების ცენტრად და ლოგისტიკურ ბაზად.
XS
SM
MD
LG