Accessibility links

logo-print

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია


კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა განათლების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი. ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ამცნო. 43 წლის მარგველაშვილი უწინ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი იყო, შემდეგ კი ივანიშვილის კაბინეტში განათლების მინისტრად დაინიშნა. თებერვალში მას ვიცე-პრემიერის პოსტიც შეუთავსეს. საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ძალაში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მერე შევა, მნიშვნელოვნად ზრდის პრემიერ-მინისტრის ძალაუფლებას, პრეზიდენტის ძალაუფლების შეკვეცის ხარჯზე.
XS
SM
MD
LG