Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრი პუტინთან სირიის შესახებ ისაუბრებს


მოსკოვში ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთს ეწვევა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართავს მოლაპარაკებას. პუტინის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა შაბათს დაადასტურა, რომ ასეთი შეხვედრა გაიმართება და სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ ეს მომავალ კვირაში მოხდება. ისრაელში გამომავალმა გაზეთმა, „ჰაარეცმა“ 10 მაისს დაწერა, რომ ნეთანიაჰუ და პუტინი ისაუბრებენ რუსეთის მიერ სირიისთვის იარაღის მიყიდვის საკითხზე - მაღალგანვითარებული, S-300 ხმელეთი-ჰაერის ანტი-სარაკეტო სისტემის ჩათვლით. გასულ კვირაში ისრაელმა დამასკის სიახლოვეს ორი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თავდასხმები მიზნად ისახავდა მაღალი ტექნოლოგიის შეიარაღების ჰესბოლას ხელში მოხვედრის არდაშვებას. ჰესბოლა შიიტთა ლიბანური ჯგუფია, რომელიც სირიის მოკავშირეს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG