Accessibility links

logo-print

რესტორანში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და ზაზა გოროზია


თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "La Truffe"-ში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია. სამივე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება, მათ დაპირისპირება მოუვიდათ კლუბში მყოფ რამდენიმე პირთან, რომელთა ზუსტი ვინაობა ჯერ უცნობია. თუმცა, არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთ-ერთი მათგანიც, გვარად მაზიაშვილი. თვითმხილველთა ცნობით, კლუბში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილიც, თუმცა მათ თამარაშვილის ქუჩა დაპირისპირებამდე დატოვეს.
XS
SM
MD
LG