Accessibility links

logo-print

ასადის მთავრობა უარყოფს კავშირს თურქეთში მომხდარ აფეთქებებთან


სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობა უარყოფს პასუხისმგებლობას თურქეთში, სირიის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ რეიჰანლიში შაბათს ორი დანაღმული მანქანის აფეთქებასთან. სირიის ინფორმაციის მინისტრმა, ომრან ალ-ზოჰბიმ შაბათს განაცხადა, სირიას ასეთი აქტი არ ჩაუდენია და ამას არც არასოდეს გააკეთებსო. აფეთქებების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქალაქში, რომელსაც თავს სირიის ომს გამოქცეული ბევრი ლტოლვილი აფარებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეტ დავუთოღლუმ შაბათს გამოთქვა ვარაუდი, რომ თავდასხმები ასადის ერთგული ძალების მოწყობილი იყო. მან იგივე ძალებს დასდო ბრალი სირიის ქალაქ ბანიასში გასულ კვირაში მოწყობილ თავდასხმებში, რომლებსაც 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG