Accessibility links

logo-print

ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


ბულგარეთში მიმდინარეობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ კენჭისყრის დანიშვნის ფონი იყო მასობრივი საპროტესტო აქციები ენერგიაზე დაწესებული მაღალი ფასების, ქვეყანაში არსებული სიღარიბის და კორუფციის გამო. კენჭისყრა, რომელიც ივლისში იყო დანიშნული, მაისში გადმოიტანეს მას შემდეგ, რაც დემონსტრაციების შედეგად თებერვალში გადადგა მემარჯვენე-ცენტრისტი პრემიერ-მინისტრი, ბოიკო ბორისოვი. წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ყოფილ მმართველ პარტიას და სოციალისტებს მეტნაკლებად თანაბარი მხარდაჭერა აქვთ. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქვეყანაში სკანდალი გამოიწვია ცნობამ, თითქოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბრძანებით უკანონოდ მიმდინარეობდა სატელეფონო საუბრების მოსმენები. პროკურორების განცხადებით, არჩევნების წინ სამართალდამცავების მიერ ერთ-ერთი სტამბიდან ამოღებულ იქნა 350,000 უკანონო ბიულეტენი. ოპოზიციის აქტივისტები ამაში ყოფილ მთავრობას სდებენ ბრალს და გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ კენჭისყრა გაყალბდება. გავრცელებული ცნობით, ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებზე 250-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელია წარგზავნილი.
XS
SM
MD
LG