Accessibility links

logo-print

პაკისტანში ახალ მთავრობას სავარაუდოდ ნავაზ შარიფი შექმნის


პაკისტანში შაბათს ჩატარებული არჩევნების შედეგად, როგორც ჩანს, ახალი მთავრობის ფორმირებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნავაზ შარიფი მოახდენს. თალიბანის მხრიდან ძალადობის მიუხედავად, კენჭისყრაზე მაღალი იყო ამომრჩევლის აქტივობა - საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 86 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩევლის თითქმის 60-მა პროცენტმა. არჩევნების დღეს მომხდარ თავდასხმებს 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ამ არჩევნებს პაკისტანის პოლიტიკურ ისტორიაში მნიშვნელოვან ეტაპად განიხილავენ - ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანაში არჩეულმა სამოქალაქო მთავრობამ მთელი ვადა დაასრულა და შემდეგ ძალაუფლება არჩევნებით გადააბარა სხვა ადმინისტრაციას. შარიფი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უკვე ორჯერ იყო. ის აცხადებს, რომ გამარჯვება მისმა ოპოზიციურმა მუსლიმთა ლიგის პარტიამ მოიპოვა და პოლიტიკურ ძალებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ შარიფის პარტიას დააკლდება ხმები ეროვნულ საკრებულოში უმრავლესობის მისაღწევად და ამის გამო კოალიციაში შესვლა მოუწევს.
XS
SM
MD
LG