Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა ოთარ მეღვინეთუხუცესის დაკრძალვის ცერემონია


თბილისში გაიმართა ოთარ მეღვინეთუხუცესის დაკრძალვის ცერემონია. თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი დაკრძალეს საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ცერემონიას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, კულტურის და საზოგადოებრივი სფეროების წარმომადგენლები. მეღვინეთუხუცესი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მიღებული აქვს სხვა ბევრი პრემია. კარიერის მანძილზე მეღვინეთუხუცესმა ბევრი ცნობილი როლი შექმნა, განსაკუთრებული აღიარება კი მას მოუტანა ფილმ „დათა თუთაშხიაში“ მთავარი გმირის განსახიერებამ.
XS
SM
MD
LG