Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ხვედელიძე დანაშაულს აღიარებს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, გელა ხვედელიძე, დანაშაულს აღიარებს. ხვედელიძე დააკავეს ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში უკანონოდ გავრცელების ბრალდებით. ხვედელიძის დაკავების შესახებ საზოგადოებას შსს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე ამცნო. მისი თქმით, კადრები გადაღებულია წინა ხელისუფლების პირობებში, ხვედელიძემ კი ისინი ფარესაშვილზე შურისძიების მიზნით გაავრცელა. ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ "საქართველოს პროკურატურასთან შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით დაუყოვნებლივ განადგურდეს წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი, პირადი ცხოვრების ამსახველი ბინძური არქივი".
XS
SM
MD
LG