Accessibility links

WHO ეჭვობს, რომ აღირიცხა კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების შემთხვევა


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი ექსპერტი აცხადებს, რომ სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება ვარაუდის გასამყარებლად, რომ ახლად აღმოჩენილი კორონავირუსი, რომელიც მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომს გავს, გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, კეჯი ფუკუდამ ეს განცხადება საუდის არაბეთში ყოფნისას გააკეთა. საუდის არაბეთში და ევროპაში ამ ვირუსს 18 ადამიანი ემსხვერპლა. ფუკუდას თქმით, ფაქტი, რომ დაავადებათა შემთხვევები ჯგუფურად ჩნდება, და რამდენიმე ქვეყანაში იჩენს თავს, ამყარებს ჰიპოთეზას, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ჯერჯერობით მსოფლიოს გარშემო ამ დაავადების 35 შემთხვევაა აღრიცხული.
XS
SM
MD
LG