Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ახალ მთავრობას ყოფილი პრემიერი შარიფი შექმნის


პაკისტანში შაბათს ჩატარებული არჩევნების შედეგად, როგორც ჩანს, ახალი მთავრობის ფორმირებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნავაზ შარიფი მოახდენს. თალიბანის მხრიდან ძალადობის მიუხედავად, კენჭისყრაზე მაღალი იყო ამომრჩევლის აქტივობა - საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 86 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩევლის თითქმის 60-მა პროცენტმა. არაოფიციალური შედეგების თანახმად, შარიფის პაკისტანის მუსლიმთა ლიგა შესძლებს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას. არჩევნების დღეს მომხდარ თავდასხმებს 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ამ არჩევნებს პაკისტანის პოლიტიკურ ისტორიაში მნიშვნელოვან ეტაპად განიხილავენ - ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანაში არჩეულმა სამოქალაქო მთავრობამ მთელი ვადა დაასრულა და შემდეგ ძალაუფლება არჩევნებით გადააბარა სხვა ადმინისტრაციას. შარიფი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უკვე ორჯერ იყო. ის აცხადებს, რომ გამარჯვება მისმა ოპოზიციურმა მუსლიმთა ლიგის პარტიამ მოიპოვა და პოლიტიკურ ძალებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG