Accessibility links

logo-print

ეგზიტ პოლების თანახმად, ბულგარეთის არჩევნებზე კონსერვატორები ლიდერობენ


ეგზიტ პოლების თანახმად, ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის კოსერვატიულმა პარტიამ პირველი ადგილი მოიპოვა კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე. თუმცა ეგზიტ პოლები აჩვენებს, რომ ეს მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია, „ევროპული ბულგარეთი“ უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს - რასაც შესაძლოა ახალი პოლიტიკური კრიზისი და გამოსვლები მოჰყვეს. ეგზიტ პოლების თანახმად, ამ პარტიამ ხმათა 33 პროცენტამდე მიიღო, მეორე ადგილზე კი სოციალისტები გავიდნენ, 27 პროცენტით. კვირას გამართული არჩევნები ვადამდელი იყო. ამ კენჭისყრის დანიშვნის ფონი იყო მასობრივი საპროტესტო აქციები ენერგიაზე დაწესებული მაღალი ფასების, ქვეყანაში არსებული სიღარიბის და კორუფციის გამო. კენჭისყრა, რომელიც ივლისში იყო დანიშნული, მაისში გადმოიტანეს მას შემდეგ, რაც დემონსტრაციების შედეგად თებერვალში გადადგა მემარჯვენე-ცენტრისტი პრემიერ-მინისტრი, ბოიკო ბორისოვი. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქვეყანაში სკანდალი გამოიწვია ცნობამ, თითქოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბრძანებით უკანონოდ მიმდინარეობდა სატელეფონო საუბრების მოსმენები.
XS
SM
MD
LG