Accessibility links

logo-print

გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდებისათვის აპრობაციის ჩატარებას იწყებს


გამოცდების ეროვნული ცენტრი 2013 წლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მასშტაბური აპრობაციის ჩატარებას იწყებს. როგორც "ინტერპრესნიუსი" გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება, საცდელი ტესტირებების მიზანი ტესტური დავალებების გამოცდა და ბაზის შექმნაა. "აპრობაციები 13-18 მაისს ჩატარდება. საცდელ ტესტირებებში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონის 400-მდე სკოლის 35 000-მდე მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლე მიიღებს. 2013 წლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრი კვლავ კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირებით (კატ-ის სისტემა), მთელი საქართველოს მასშტაბით, პრაქტიკულად ყველა სკოლაში ჩაატარებს გამოსაშვებ გამოცდებს", - აცხადებენ ცენტრში. ამასთან, ოთხ გამოცდას (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია) მეთორმეტეკლასელები მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩააბარებენ, დანარჩენ ოთხს კი (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) სასწავლო წლის ბოლოს. მოსწავლეებს, რომლებიც შემოდგომაზე ვერ შეძლებენ ბარიერის გადალახვას ამა თუ იმ საგანში, მიეცამათ შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა განმეორებით.
XS
SM
MD
LG