Accessibility links

logo-print

ფილიპ დიმიტროვი დეპუტატებს ხვდება


ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი დღეს პარლამენტში დეპუტატებს შეხვდება. შეხვედრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ეწყობა. საუბარი შეეხება საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს. დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ, ფილიპ დიმიტროვი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვიქტორ დოლიძესთან ერთად პარლამენტის ფოიეში ევროპის დღისადმი მიძღვნილ გამოფენას გახსნის.
XS
SM
MD
LG