Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა თავდაცვის მინისტრი შეცვალა


ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩონ ინმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი შეცვალა. ამის შესახებ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო იტყობინება. ჩრდილეოთ კორეის თავდაცვის ახალი მინისტრი ნაკლებადცნობილი გენერალი ჩონ ჩონ ნამია. გენერალის ზუსტი წლოვანება უცნობია. რამდენიმე ხნით ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ჩრდილოეთ კორეის ჯარის პირველი კორპუსის მეთაური იყო. მან თავდაცვის მინისტრის პოსტზე გენერალი კიმ კეკ სიკა შეცვალა, რომლის სახელიც დაკავშირებულია 2010 წელს ყვითელ ზღვაში სამხრეთ კორეის სასაზღვრო კუნძულისთვის ცეცხლის გახსნასთან. ექსპერტები აცხადებენ, რომ კიმ ჩონ ინი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პოსტი 2011 წელს ჩაიბარა, უფროსი თაობის გენერალიტეტის სერიოზული გავლენის ქვეშ იმყოფება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ თავდაცვის მინისტრის შეცვლით ის ცდილობს ქვეყანაში გააძლიეროს თავისი ლიდერობა.
XS
SM
MD
LG