Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ პაკისტანის არჩევნებს ისტორიული ფაქტი უწოდა


პაკისტანის მეზობელი ქვეყნების ლიდერები მიესალმებიან პაკისტანში საყოველთაო არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომლის მიხედვითაც არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნავაზ შარიფის პარტია ”მუსულმანური ლიგა” ლიდერობს. ეგზითპოლების მიხედვით, შარიფის პარტიამ ერთპარტიული კაბინეტის ფორმირებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა მოაგროვა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მანმოხან სინგხი აცხადებს, რომ შარიფმა ”სამაგალითო გამარჯვება” მოიპოვა. მისივე თქმით, ის მოელის პაკისტანისა და ინდოეთის ურთიერთობების ახალ მიმართულებას. მან ”მუსულმანური ლიგის” ლიდერი ინდოეთში მიიწვია. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ გამოთქვა იმედი, რომ ის ითანამშრომლებს პაკისტანთან, რათა ერთობლივად მოახერხონ ტერორისტული თავშესაფრების ”ლიკვიდაცია”. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პაკისტანის არჩევნებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში ისტორიული ფაქტი უწოდა.
XS
SM
MD
LG