Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი და სირია ერთმანეთს ადანაშაულებენ


თურქეთი და სირია ურთიერთბრალდებებით გამოდიან მას შემდეგ, რაც შაბათს ორი აფეთქება მოეწყო თურქეთის ქალაქ რეიჰანლიში, სირიასთან საზღვრის მახლობლად. აფეთქებებმა 46 ადამიანი შეიწირა. თურქი ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქებებთან კავშირში ეჭვმიტანით დაკავებულია ცხრა თურქი მოქალაქე, რომლებიც სავარაუდოდ, სირიის დაზვერვის სამსახურებთან თანამშრომლობდნენ. თურქეთი აცხადებს, რომ ეჭვმიტანილებმა აღიარეს მომხდართან კავშირი. სირიის მმართველმა რეჟიმმა კვირას უარყო აფეთქებების ორგანიზების ბრალდება და, ამასთან, გადადგომისაკენ მოუწოდა თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანს, რომელიც, დამასკის აზრით, თავისი ავტორიტეტის გასაძლიერებლად იყენებს თურქებისა და სირიელების სისხლს. ერდოანი თურქეთის საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ თურქეთი შეეცდება, არ იქნეს ჩათრეული სირიის სამოქალაქო ომში. თურქეთი სირიელ მეამბოხეებს ეხმარება და გადადგომისაკენ მოუწოდებს სირიის მთავრობას.
XS
SM
MD
LG