Accessibility links

logo-print

ბელგრადი სერბებს მოუწოდებს კოსოვოსთან შეთანხმების მხარდაჭერისაკენ


სერბიის ვიცეპრემიერი ალექსანდარ ვუჩიჩი ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ბელგრადსა და პრიშტინას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას. ვუჩიჩმა ჩრდილოეთ კოსოვოში კვირას ვიზიტისას აღიარა, რომ შეთანხმება იდეალური არ არის. მაგრამ მისივე თქმით, ეს არის ერთადერთი გზა „სერბიისათვის, რომ გადარჩეს, იარსებოს და დარჩეს ერთიანი უკეთესი მომავლის ძიების გზაზე“. ჩრდილოეთ კოსოვოს მკვიდრი სერბები უარს ამბობენ, აღიარონ ეთნიკური ალბანელების ხელისუფლება კოსოვოში, რომელმაც 2008 წელს გამოაცხადა სერბიისაგან დამოუკიდებლობა. ევროკავშირის შუამავლობით გასულ თვეში, ბრიუსელში გაფორმებული შეთანხმება ეთნიკურ სერბებს გარკვეულ ავტონომიას ანიჭებს ჩრდილოეთ კოსოვოში, ამასთან აღიარებს, რომ პრიშტინის სამართლებრივ კონტროლს ექვემდებარება კოსოვოს მთელი ტერიტორია.
XS
SM
MD
LG