Accessibility links

ავაღნეთში აფეთქებამ, სულ ცოტა, 10 ადამიანი შეიწირა


ავღანეთში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქებამ შეიწირა, სულ ცოტა, 10 ადამიანი, დაჭრილია 12. ყანდაარის პროვინციის პოლიცია და ოფიციალური პირები პასუხისმგებლობას თალიბანს აკისრებენ. პოლიციის უფროსის თქმით, მსხვერპლი მიდიოდა ასეთივე აფეთქების შედეგად დაღუპული ორი ადამიანის დასაფლავებაზე. დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვები არიან. თალიბანმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ იწყებს თავდასხმების ყოველწლიურ „საგაზაფხულო სეზონს“, რომლითაც მიზნად ისახავენ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობის დამხობას.
XS
SM
MD
LG