Accessibility links

logo-print

პაკისტანში ადგილობრივი პოლიციის უფროსის მოკვლა სცადეს


პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, ბელუჯისტანის პროვინციის პოლიციის უფროსი გადაურჩა თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანით მოწყობილ აფეთქებას. ამ წყაროს ცნობით, პროვინციის დედაქალაქ კვეტაში კვირას მოწყობილმა აფეთქებამ ექვსი ადამიანი შეიწირა, დაიჭრა 60-ზე მეტი. გენერალური ინსპექტორი მუშტაყ სუხერა ახალი შესული იყო თავის რეზიდენციაში, როცა მის სახლთან ბომბი აფეთქდა. სუხერა არ დაშავებულა. დაღუპულებს შორის ორი პოლიციელია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ისლამისტ შეიარაღებულ პირებს, სუნიტ ექსტრემისტებს და ადგილობრივ სეპარატისტებს არაერთხელ განუხორციელებიათ თავდასხმები სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანში, რომელიც ავღანეთსა და ირანს ესაზღვრება.
XS
SM
MD
LG