Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი: გაიხსენეთ, რომ საქართველოს სჭირდება განათლებული თაობა


საქართველოს პრეზიდენტი კვლავ ”ტალიბანიზმს” უწოდებს მის მიერ ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის გახსნილ შენობაში ქალაქის მერიის შესაძლო განთავსებას. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნებისმიერი მერია ინატრებდა, რომ მის ქალაქში იყო მსგავსი უნივერსიტეტი, რომელსაც მოჰყვება განვითარება, პრესტიჟი და ინვესტიცია. პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გადაწყვეტილებას გადახედოს. ”თუ ის არ გადახედავს, ადრე თუ გვიან ჩვენ მაინც გადავხედავთ, ამ მერიას მაინც გავუშვებთ აქედან და დავაბრუნებთ უნივერსიტეტს, მაგრამ ძალიან ბევრ დროს დავკარგავთ”, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ”სააკაშვილის საწინააღმდეგოდ რაღაცის კეთების” დრო არ არის. ”დაივიწყეთ, რომ ვარსებობ, მაგრამ გაიხსენეთ, რომ საქართველოს სჭირდება განათლებული თაობა, განვითარება და ამ უნივერსიტეტის გადარჩება ქალაქისთვის და ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი”, - განაცხადა სააკაშვილმა, რომლის მიერ ბათუმში შენობის დათვალიერების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომ შენობიდან გატანილია სასწავლო ინვენტარი და დაზიანებულია შენობის აუდიტორიების ის ნაწილი, რომელიც სტუდენტებისა და სასწავლო პროცესისთვის უკვე მოწყობილი იყო.
XS
SM
MD
LG