Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ხუხაშვილი სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს


პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების პათოსს იზიარებს და სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს მთავრობის მრჩეველი გია ხუხაშვილი. ”გამოძიებულ უნდა იქნას, როგორც ჩემი შემხებლობა ბინძური ჩანაწერის გავრცელებასთან, ასევე ბიზნესთან ჩემი შესაძლო გარიგებები და მასზე ზეწოლა, რაზეც იყო საუბარი ამ ხნის განმავლობაში და შესაძლოა, იყოს მომავალშიც”, - ნათქვამია ხუხაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, მთავრობის მრჩეველი ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს სთხოვს, შეისწავლოს, თუ რამდენად შეესაბამენოდა ამ პერიოდში მედიასაშუალებების მოქმედება მინიმალურ სტანდარტებს. გია ხუხაშვილი მიმართავს ყველა ჯგუფს გამოძიებასთან ითანამშრომლონ და საჯარო გახადონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მის შესახებ ფლობენ. ”ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებები გასცდა საჯარო პირის მხრიდან თმენის ვალდებულებას, გამოძიების დასრულების შემდეგ ვიტოვებ უფლებას დავსვა პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ პირისა, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდა ცრუ წყაროს მთელ ამ ისტორიაში", - ნათქვამია ხუხაშვილის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG