Accessibility links

logo-print

შს-თა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს ბრალდებას წარუდგენენ


საქართველოში ბრალდებას ოფიციალურად წარუდგენენ შს-თა მინისტრის უკვე ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს, რომელიც კვირას დააკავეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველად მიჩნეული ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების გამო. ხვედელიძეს, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულს აღიარებს, ბრალის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან ჯარიმა ემუქრება. სამინისტროს გენერალური ინსპექციის განმარტებით, ფარული ვიდეომასალა გადაღებულია წინა ხელისუფლების მმართველობისას, თუმცა საჯაროდ გავრცელდა შს-თა მინისტრის მოქმედი მოადგილის მეშვეობით.
XS
SM
MD
LG