Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარქსიანი: ყარაბაღელ ხალხს სურს „თავისუფლად განვითარდეს თავის ისტორიულ სამშობლოში“


ერევანში გაიმართა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის შეხვედრა ბელორუსიის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ორმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმსჯელეს ორმხრივ ურთიერთობებზე, ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. სარქსიანის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“. პრესკონფრენციაზე გამოსვლისას, სომხეთის პრეზიდენტი შეეხო მთიანი ყარაბაღის პრობლემასაც. „კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყარაბაღელ ხალხს სურს მშვიდობა და შესაძლებლობა, თავისუფლად განვითარდეს თავის ისტორიულ სამშობლოში. მათ სურთ, ჰქონდეთ თანაბარი უფლებები სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებმაც მიაღწიეს თავიანთი სუვერენობის საერთაშორისო აღიარებას“, განაცხადა სარქსიანმა ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფრენეციაზე. ხოლო ბელორუსიის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა დაინტერესებულია სომხეთის გამოცდილებით ბირთვული ენერგეტიკის სფეროში. ბელორუსიაში ამჟამად შენდება ახალი ატომური ელექტროსადგური.
XS
SM
MD
LG