Accessibility links

logo-print

ლიბიაში 10-მდე ადამიანი დაიღუპა საავადმყოფოსთან მოწყობილი აფეთქებისას


ლიბიიდან იუწყებიან, რომ 10-მდე ადამიანი დაიღუპა ქალაქ ბენღაზიში, საავადმყოფოსთან დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ოფიციალური პირების ცნობით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აბდულა მასუდის განცხადებას, რომ აფეთქებამ „მთლიანად გაანადგურა რესტორანი და სერიოზულად დააზიანა მიმდებარე შენობები“. ბენღაზი აღმოსავლეთ ლიბიანში მდებარეობს და ამ ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქია.
XS
SM
MD
LG