Accessibility links

ანჯელინა ჯოლიმ კიბოს პრევენციის მიზნით მასტექტომია გაიკეთა


დღევანდელ ”ნიუ იორკ ტაიმსში” ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი წერს, რომ ძუძუს კიბოს პრევენციის მიზნით ორივე ძუძუ მოიკვეთა. ამის საფუძველი, მისი განმარტებით, კიბოს მაღალი რისკი გახდა. 37 წლის მსახიობი სტატიაში - ”ჩემი სამედიცინო გადაწყვეტილება” წერს, რომ მას ექიმებმა აცნობეს მის ორგანიზმში ”არასწორი” გენის - BRCA1-ს არსებობის შესახებ, რაც 87%-ით -ძუძუს კიბოს განვითარების, 50%-ით საკვერცხეებისს კიბოს განვითარების რისკს ქმნის. კიბოს დაავადებით 56 წლის ასაკში ანჯელინა ჯოლის დედა გარდაიცვალა. მსახიობი ამბობს, რომ ”გადაწყვიტა პროაქტიული ყოფილიყო” და ორივე ძუძუ მოიკვეთა. ჯოლი წერს, რომ ამ ნაბიჯით ძუძუს კიბოს განვითარების რისკი 5%-მდე შემცირდა. ანჯელინა ჯოლის სამი ბიოლოგიური და სამი ნაშვილები ბავშვი ჰყავს.
XS
SM
MD
LG